მთავარი

Wednesday, June 23, 2010

განათლების რეფორმა და რეალობა


განათლების რეფორმის წარუმატებლობის მიზეზების ძიე-ბაში დაკარგული აქტიური მოქალაქის წერილი ( ერთ პატარა რაიონში (ოზურგეთი) ერთ პატარა სოფელის სკოლაში (დვაბ-ზუს საჯარო სკოლა) მომხდარი გაუგებრობა.

ა.წ. 8 ივნისს დვაბზუს ქალთა ცენტერის ინიციატივით, ჩატარდა კრება, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სკოლის პედაგოგები, მშობლები, და უბრალოდ სასკოლო საკითხებით დაინტერესებული მო-ქალაქეები.
კრების მიზანი იყო სკოლაში არსებული იმ პრობლემების წინა პლანზე წამოწევა, რომელთა მოგვარებაც მათ ხელთ არსებული რესურსებით იქნებოდა შესაძლებელი.
კრებაზე გამოითქვა მშობელთა მხრიდან პრეტენზიები საგაკვეთილო პროცესთან დაკავშირებით, განიხილეს რამოდენიმე პედაგოგის მასწავლებელთა ქცევის კოდექსთან შესაბამისობის საკითხი.
გამოითქვა აზრი კაბინეტური სისტემის დადებით და უარყოფით მხარეებზე, დაისვა საკითხი რამოდენიმე საგანში(კერძოდ ხელოვნება, მუსუკა, შრომა) ერთი კაბინეტის მოწყობის თაობაზე. რაშიც დახმარება შევთავაზეთ, ანუ ამ კაბინეტისათვის სარემონტო თანხების მოძიებას დავპირდით მათ. ეს პროექტი იდეის დონეზე განვიხილეთ, რაც ყველა იქ მყოფებმა მოიწონა.
ხანგრძლივი საუბარი გაიმართა ასევე სკოლაში არსებული ტექნიკური ბაზის-- კერძოდ კომპიუტერების გამოყენებისა და სასწავლო პროცესში ჩართვის შესახებ, ამ საკითხშიც ერთსულოვნება იყო. და ბოლო საკ-თხი იყო სკოლაში კაპ. რემონტის ჩატარების შემთხვევაში სველი წერტილებისათვის, ტუალეტებისათვის და ბუფეტისათვის სკოლის შენობაში გამოძებნილიყო ადგილი.
ამ საკითხების განხილვის შემდეგ, შევთანხმდით იმ საკითხებზე, რომლებიც ყველასათვის მისაღები იყო. ჩვენი შეხვედრის მიზანიც ეს იყო, რომ ცვლილებები, ინიციატივები და სიახლეები, არავისათვის ყოფილიყო მტკივნეული და მიუღებელი.
შეირჩა 4 საკითხი, შედგა მიმართვის ტექსტი, რაზეც 15-მა ქალმა მოვაწერეთ ხელი, გადავეცით სკოლის დირექციას და სამეურვეო საბჭოს განსახილველად, ამისათვის მათ მიეცათ 2 კვირიანი ვადა, ტექსტში ნახ-სენები იყო, რომ საკითხების დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში ვითხოვდით დასაბუთებულ, გამართულ პასუხს.
ეს საკითხებია
1. კაბინეტური სისტემის აუცილებლობის დასაბუთება.
2. სახელოვნებო (ხელოვნება, მუსიკა) კაბინეტისათვის ოთახის გამოყოფა.
3. კომპიუტერის სწავლება.
4. სკოლის შენობაში სველი წერტილებისა და ტუალეტე-ბის მოწესრიგება.

განიხილა საბჭომ აღნიშნული საკითხები და პასუხად მივიღეთ:

1) საკითხი შეეხებოდა კაბინეტურ სისტემას, რაზეც პედ-საბჭომ 15 პედაგოგმა თქვა უარი, საფუძვლად გამოიყენეს განათლების შესახებ კანონი მუხლი 21 (მასწავლებელს უფლება აქვს მოითხოვოს მუშაობისათვის აუცილებელი პირობები)
2) საჯარო სკოლის ქონებაში არსებული უძრავი ქონების მესამე პირისათვის სარგებლობის გადაცემაზე თანხმობის გაცემის უფლება აქვს საქ. ეკონომიკურ განვითარების მინისტრს.
პირველი საკითხის პასუხი, წინააღმდეგობაში მოდის მეორე სა-კითხის პასუხთან, კერძოდ ,,განათლების კანონის მუხლი 21-- მასწავლებლებს უფლება აქვთ მოითხოვონ მუშაობისათვის საჭირო პირობები,” მაშინ რატომაა ეს კნონი შერჩევითი და რატომ არ აქვს იგივე ხელოვნებისა და მუსიკის პედაგოგებს ამ პირობების მოთხოვნის უფლება? მითუმეტეს, თუ ამ კაბინეტის მოწყობისთვის ხარჯების გამოყოფას სკოლის დირექციას არავინ თხოვს? პასუხში კი ნათქვამია, რომ მესამე პირისათვის სარგებლობის უფლების გაცემაზე ეკო-ნომიკის სამინისტროსაგან თანხმობაა საჭირო. ჩვენს მიერ მიწოდებულ მიმართვის ტექსტში არსადა არაა ნახსენები მესამე პირი, საუბარია მხოლოდ კაბინეტზე, სადაც გაკვეთილი უნდა ჩატარდეს.
მესამე და მეოთხე საკითხებზე პასუხები დამაკმაყოფილებელია, თუმცა ამაშიც ეჭვი მეპარება სექტემბრიდან ეს საკითხები განხოროციელდეს.

და კიდევ რაც ყველაზე მთავარი და შემაშფოთებელია

8 ივნისიდან მოყოლებული მიმდინარეობს ზეწოლა პედაგოგზე, რომელიც ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა, ზეწოლა არაპირდაპირი გზით კოლექტივის, კერძოდ დირექციათან დაახლოვებული პედაგოგების მხრიდან. მათი აზრით საუბარია შეთქმულების თეორიაზე, მაშინ როცა არავითარ შეთქმულებას ადგილი არ ჰქონია, პირიქით ჩვენი ქალთა ცენტრი აქტიურად თანამშომლობს სკოლასთან, ჩვენი ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ვუშვებთ სასკოლო ჟურნალს ,,ცისარტყელას”, ჩვენს მიერ განხორციელებულ ბოლო 2 პროექტში ძირითად სამიზნე ჯგუფი პედაგოგები და მოსწავლეები არიან, ჩვენი ცენტრის დახმარებით 30-მდე მოსწავლემ უფასოდ შეისწავლა კომპიუტერი. მე-9-10-11 კლასის მოსწავლეთა ბაზაზე შეიქმნა დებატ-კლუბი, მოზარდებმა შეიძინეს დებატების კულტურა, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ჩვენმა ცენტრმა ამ მოსწავლეებთან ერთად ჩავატარეთ აქცია 1.ჟურნალ ,,ცისარტყელას,, დაბადების დღე, 2. აქცია ,,სუფთა გარემო” და ,,1 ივ-ნისი ბავშვთა დაცვის დღეა.”
ჩვენი მხრიდან სასკოლო ცხოვრებაში უხეში ჩერევის არავითარი მცდელობას ადგილი არ ქონია არასდროს, პირიქით ჩვენი ცენტრის თანამშრომლების, მშობლების, პედაგოგების და უბრალო მოქალაქეების ერთად თავშეყრის მიზანი იყო სკოლის პრობლემებში გარკვევა, მათი თანადგომა და დახმარება, ჩვენი მიზანი იყო ასევე სამეურვეო საბჭოები გამხდარიყო ქმედითი ორგანო და მათ მისცემოდა ის ფუნქცია, რომელიც მინიჭებული აქვთ მოქმედი კანონმდებლობით.
სწორედ ამ მოვლენების ფონზე გავეცანი ,,საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველოს” დასკვნა-რეკომენდაციებს განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. რამაც კიდევ ერთხელ, საბოლოოდ ამიხილა თვალი, თუ რატომ ვერ მოხდა ამ რეფორმის განხორციელება. ამის მიზეზია სწორედ ის გარემოება, რომ სიახლეს ვერ შეიტანს ვერანაირი რეფორმა იმ სივრცეში , სადაც ასე ფესვებგადგმულია ძველი საბჭოური მენტალიტეტი, აქ დღემდე მისტირიან იმ დროსა და იმ სისტემას.
,,განათლების რეფორმების დადებითი ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოში განათლების სისტემის მრავალ ნაკლოვანებასა და ხარვეზებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს ძველ სისტემის სავალალო გადმონაშთები." ნათქვამია დასკვნაში რაც რეალობაა.
ამ რეფორმის წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ განათლების სამინისტროს ფუნქციებში შედის მხოლოდ ადმინისტრაციულ და უსაფრთხოების საკთხებთან დაკავშირებული წესების დაცვა, ხოლო სკოლებში სწავლების ხარისხი და გაკონტროლება მათ კომპეტენციებს არ განეკუთვნება.
ამ ყველაფერის შედეგია: დაშინებული დირექტორები, რომლებიც დამოუკიებლად ელემენტერულ გადაწყვეტილებებსაც კი ვერ იღებენ , ყველაფერს ადგილობრივ რესურსცენტრს უთანხმებს, დაშინებულია პედაგოგებიც, მათივე მიერ ხელმოწერით დადასტურებულ პოზიციას ელემენტერულ საკითხებთან მიმართებაში ვერ იცავენ, მათ ეშინიათ ის საარსებო(ხელფასი) მინიმუიც არ დაკარგონ რაც წლების მან-ძილზე დიდი ძალისხმევით შეინარჩუნეს. ანგარიშწორებით დაშინებულია მოსწავლეებიც, რომლებიც სიმართლის თქმისათვის ისჯებიან სხავადასხვა მეთოდებით.
მთელი სისტემა პოლიტიზებულია ვერტიკალის პრინციპით, სკოლებში ყოველგვარ სიახლეში ხედავენ საფრთხეს, ჩვენს შემთხვევაში, ამ კონკრეტულ საქმეზე, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება თუ შეიძლება: თუკი სამეურვეო საბჭო შეიძენს ქმედით ფუნქციას, თუკი პედაგოგები მოითხოვენ შეუქმნან მათ სამუშაო პირობები, თუკი მშობლები იქნებიან აქტიურები, მომთხოვნები თავიანთი შვილების განათლებისათვის, ამ საკითხებზე იმსჯელებენ საჯაროდ, მოითხოვენ კანონიერების აღსრულებას, და თუკი ისინი ერთი პატარა უმნიშვნელო საკითხის გატანას მოახერხებენ, გაჩნდება შიში იმისა, რომ ხვალ უფრო მეტი არ მოითხოვოს საზოგადოებამ, ეს შიშია სწორედ განათლების რეფორმის კრახის მიზეზი. და არამარტო განათლების რეფორმის კრახის, ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრების შეფერხების მიზეზიც.

,,დვაბზუს ქალთა ცენტრის” ხელმძღვანელი ქეთევან ხიდაშელი

Monday, June 7, 2010

მაგთის ,,გაპრავებული" თაღლითობა

2 თვის წინ შევიძინე მაგთიფიქსის ინტერნეტის მოდემი, ხელშეკრულება , რომელიც ყიდვისას მომცეს და რომელსაც ხელი მოვაწერე სიმართლე გითხრთ არც წამიკითხავს, იმხელა რიგში ვიდექი თითქმის 2 საათი,ამის თავი ნამდვილად აღარ მქონდა, სიტყვიერად აგვიხსნეს, პირობები, რომელიც მაკმაყოფილებდა. წინასწარ გადავიხადე 4 თვის თანხა და მხოლოდ ეხლა გავიგე, რომ ყველა პირობა რომელიც სიტყვიერად დაგვიდეს ტყუილი აღმოჩნდა. მოდემის ღირებულება 155 ლარია, ყოველთვიური გადასახადი 45 ლარი, დღეს აღმოჩნდა, რომ თვეში მხოლოდ 5 გბ ის სარგებლობა შეგვიძლია ამ პაკეტით ,ამოწურვის შემთხვევაში უნდა შევიძინოთ მეგაბაიტები, წინააღმდეგ შემთხვევაში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი გადაიქცევა მინიმალურსიჩქარიან ინტერნეტად, და გადახდილი 45 ლარი ჰაერში გაფრინდება. რეკლამებში ყველგან ნახსენები იყო, რომ ეს იყო ულიმიტო , ხელშეკრულებაში კი არსადაა სიტყვა ულიმიტო. ხელშეკრულებაში აგრეთვე არსადაა ნახსენები არც სიჩქარე, არც ფასი (მოწყობილობის), არც კონკრეტული პირობები. მხოლოდ ერთია ნათქვამი, რომ ხელშეკრულებით მაგთი მე-5 პუნქტში იღებს ვალდებულებას:
5.2.წინასწარ პერსონალური შეტყობინების გარეშე დაადგინოს, გააუქმოს ან და შეცვალოს მომსახურების სახეები,პირობები,და წესები, საფასურიდ ოდენობა, მათი გადახდისა და დამრგვალების წესები
ეს ერთი პუნქტი აძლევთ მათ საშუალებას ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ტარიფი დაადონ მათ მომსახურებას, არის თუ არა ეს ხელშეკრულება კაბალური?