მთავარი

Saturday, January 8, 2011

ქალები-რეგიონის განვითარებისათვის

აი უკვე მესამე წელია რაც ქალთა ცენტრი მუშაობს ოზურგეთის რაიონში ს. დვაბზუში, ჩვენ უკვე უფრო დიდი ამბიციები გვაქვს , მარტო ჩვენი სოფლისთვის კიარა მთელი რეგიონის განვითარებაში გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ამისათვის მე და ჩემი გუნდი მუშაობას უკვე შევუდექით, ეხლა ამ ეტაპზე მთავარია მოვიპოვოთ დაფინანსება ამერიკის საელჩოდან, ჩვენს ახალ პროექტს ქვია,, განათლებული თემი-განვითარებული რეგიონი და ქვეყანა " იმედია ყველაფერს მოვასწრებთ

Tuesday, January 4, 2011

ახალი წელი


მიყვარს ახალი წელი, ეს ერთადერთი დღესასწაულა, რომელსაც რაღ;აც სხვანაირი სიხარულით ვხვდები, მიხარია ბავშვივით, ვიცი თოვლის ბაბუა საჩუქრებს არ მომიტანს, მაგრამ მწამს, რომ რაღაც ახალს მაინც შემოიტანს ამ ერთფეროვან და გახუნებულ ყოველდღიურობაში. ამითაა საინტერესო ცხოვრება. არ იცი რა იქნება ხვალ, მაგრამ გწამს რომ ყველაფერი კარგად გექნება, შვილები კარგად იქნებიან ... აკეთებ ნაირნაირ საჭმელებს, აცხობ ნამცხვრებს, მთელი დღე ფქვილსა და ცომში გაქვს ხელი, ვერ იცლი ტელევიზორის საყურებლად, მაგრამ მაინც არ იღლები, 12 საათზე კი ხედავ ბავშვების გაბრწყინებულ თვალებს, მეუღლეც კმაყოფილია ლამაზად გაწყობილ საუფრას შემოვუსხდებით მთელი ოჯახი,. ერთმანეთს ვულოცავთ, ვეხვევით, ვკოცნით.კატაც არ დაგვავიწყდა, მისთვისაც ხომ ახალი წელია.
ჯადოსნური ღამე დამთავრდა, მეორე დღეს კი ცხოვრება ისევ ჩვეულ რიტმს უბრუნდება, მინდა კარგი, დალაგებული ქვეყანა, ვიცი როგორი უნდა იყოს ჩემი ქვეყანა , რომ ადამიანებმა თავი კომფორტულად იგრძნონ, მაგრამ ამის განხორციელება ძალიან ძნელია, ამისათვის ჩვენი ხალხი მზად არაა, მეც მიჭირს, მიჭირს ვიფიქრო ღირებულებებზე მაშინ, როცა არ ვიცი ხვალისათვის რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს. ძველი რომაული სიბრძნე გამახსენდა- პურსა და სანახაობაზე. სამწუხაროდ დღეს საქართველოში ,,უპურობაა“, სანახაობას კი ბევრს გვთავაზობენ, მაგრამ ეს ლამაზი სანახაობა ადამიანებს ვერ დააფიქრებს ღირებულებებზე. ვერ ვიტყვი არ მომწონს ახალგაკეთებული თბილისი, ბათუმი, მესტია, სიღნაღი- მეთქი, ძალიანაც მომწონს, მაგრამ არ მომწონს გაპარტახƮ8;ბული დანარჩენი საქართველო.
აქ დანარჩენ საქართველოში, ხალხის სახეზე ღიმილს ვერ ნახავთ, აქ გეგონებათ ისევ 15-20 წლის წინ დაბრუნდით, ეს უსამართლობაა... ჩართავ ტელევიზორს და მხოლოდ ქალაქური დროსტარება, ღამის კლუბები, ფართები და ფეშენ ტივები შუქდება, რეƮ6;იონებს კი მხოლოდ კრიმინალურ შემთხვევების გაშუქების დროს ახსენე;ბენ, კრიმინალურმა სტატისტიკამ რეგიომებში იმ+04;ტა, ნუთუ არავინ დაფიქრებულა რა არის ამის მიზეზი? უიმედობასა და სასოწარკვეთას საბოლოოდ მოაქვს ძალიან ცუდი შედეგები, რაც ამ სტატისტიკაში აისახება.
დავიწყე ახალ წელზე, სიხარულზე, იმედზე საუბარი და რა გამოვიდა....
დღეს 4 იანვარია, ვრთავ ტელევიზორს და მხოლოდ მკვლელობებსა და კრიმინალზეა საინფორმაციო გადაცემებში საუბარი.
მინდა კარგ, დალაგებულ ქვეყანაში კარგი და დალაგებული ცხოვრება, იმედია თოვლის ბაბუ ამ ნატვრას ამისრულებს.