მთავარი

Friday, August 13, 2010

სასტუმრო ,,გურიის ხიბლი" -სტუმრად დვაბზუში ნაზი ჯაველიძესთან








13 აგვისტოა, ზაფხულის ყველაზე ცხელი დღე, ამ დროს სოფელი თითქმის დაცლილია, ვინ სად აფარებს გაუსაძლის სიცხეს თავს და ვინ სად, ვინც ადგილზეა ისინი კი თხილის მოსავლის აღებითაა დაკავებული. ქალთა ცემტრის მუშაობაც ამის გამო მინელებულია.
ჩვენი გაზეთის დღევანდელი სტუმარი ნაზი ჯაველიძე გახლავთ.
ბევრი მსმენია მასზე, როგორც ენერგიულ, აქტიურ და მიზანდასახულ ადამიანზე, მაგრამ მასთან სტუმრობამ მოლოდინს გადააჭარბა და კიდევ ეთხელ გააქარწყლა მითი იმის შესახებ, რომ სოფელში წამატებული ბიზნესის კეთება შეუძლებელია.
მისი სახლი არ ვიცოდი, ისე მივადექი დიდი ძებნა არ დამჭირვებია, შორიდანვე მიაქცევთ ყურადრებას მის მოვლილ და ბაღნარად ქცეულ ეზო მიდამოს. ჭიშკართან ნათელი სახითა და ღიმილით შემოგვეგება. შესვლისთანავე იგრძნობთ კომფორტს, (ყოფით კომფორტს არ ვგულისხმობ მხოლოდ) მისი ასეთი ხასიათი პირდაპირ მორგებულია მის ბიზნესზე-- საოჯახო კერძო სასტუმრო, სადაც არის ოჯახური სითბო, საუკეთესო გარემო, კვება_ეკოლოგიურად სუფთა ბიოპროდუქტებით. სხვა რა უნდა სტუმარს!
როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?_ქალბატომი ნაზი 2006 წლიდან მოყოლებული ,,ელკანას” წევრი ფერმერია, მას აქვს მცირე მეურნეობა, თხილი, კივის ბაღი, ვენახი, მოჰყავს ეკოლოგიურად სუფთა ხილი და ბოსტნეული, ჰყავს ღორი, ქათამი, ძროხა… ,, ელკანას”წარმომადგენლებმა მას შესთავაზეს მისი სახლი კერძო საოჯახო სასტუმროდ მოეწყო, მათივე რჩევით დაიწყო ბიოპროდუქტების მოყვანაზე მუშაობა, მის ვენახში მოწეული ცოლიკაურის ჯიშის ყურძნის ღვინოს დიდი სიამოვნებით აგემოვნებენ უცხოელი თუ ადგილობრივი სტუმრები.

სტუმრებს ქალბატონი ნაზი მისი ბაღის პროდუქტებით უმასპინძლდება.
სასტუმრო შედგება 4 საძინებლისაგან, კეთილმოწყობილი აბაზანა ტუალეტით, პირველ სართულზე საბანკეტო ზალით, ბარით, ეზო მანამდვილი წალკოტია ნაირფერადი ეგზოტიკური ყვავილებით, ამ ყვავილებში ჩაფლული ეთნოგრაფიული ელემენტებით გაფორმებული ფაცხით,სახლთან ულამაზესი მდინარე ,ზედ ნავით. ამ ყველაფერს თუ ტურებსაც დავუმატებთ ტურისტებისათვის შეიქმნება საუცხოო გარემო, თან მინიმალური დანახარჯებით. ასე რომ ქალბატონი ნაზი ჯაველიძე თქვენს მოლოდინშია! ტელეფონი: 899 787516, 890 787516, მისამართი ოზურგეთის რ-ნი სოფ. დვაბზუ

დვაბზუს ქალთა ცენტრის გაზეთი ,,სოფლის ხმა"


გაზეთი უკვე მეხუთე თვეა რაც გამოდის, ჩვენი დონორის ,,ფონდი ტასოს" ფინანსური მხარდაჭერით, ვერ დავიკვეხნით დიდი ჟურნალისტობას, მაგრამ ჩვენი ხალხი ამ გაზეთმა გამოაცოცხლა და სულ სხვა იმედებით ვუყურებთ ჩვენი სოფლის მომავალს , ჩემი ბლოგის სტატიებიც სწორედ ამ გაზეთიდანაა, მინდა სხვამაც წაიკითხოს ,იქნებ რაიმე შენიშვნები და რჩევები მომცეთ ამ გაზეთის კონცეფციასთან დაკავშირებით,ჩვენი გაზეთი მოკრძალებული ტირაჟით ,ოფისის ტექნიკური შესაძლებლობებით გამოდის , მომავალში კი გვინდა არამარტო რამოდენიმე სოფლის პრობლემებსა თუ სატკივარზე დავწეროთ, მთელი რეგიონის მოსახლეობა გახდეს ჩვენი მკითხველი.

Monday, August 9, 2010

არა ომს!




ოსეთის ომი დიდხანს იქნება განსჯის საგანი, ბევრს ილაპარაკებენ და დაწერენ ომის ქართულ, რუსულ, ოსურ თუ ამერიკულ ვერსიებზე, ბევრს იტყვიან ომის მიზეზებსა თუ შედეგებზე, სხვა ქვეყნების ინტერესებზე, რუსეთის ამბიციებზე, საქართველოს არასწორ გადაწყვეტილებებზე, მაგრამ უფრო და უფრო ნაკლებს ისაუბრებენ ადამიანების მიერ გადატანილ ტრაგედიაზე, რომლებმაც დაკარგეს რაც კი შეუქმნიათ ცხოვრების მანძილზე, დაკარგეს ახლობლები, დაკარგეს მშვიდობა. მათ წაერთვათ სიცოცხლის უფლება, მათზე განხორციელდა ეთნიკური წმენდა, ძარცვა, ქონების განადგურება, ტყვეობა. მარტო ბოლო ოსეთის ომის დროს 2008 წლის 3 სექტემბრის მონაცემებით რეესტრში გატარებულია 125 819 დევნილი, ხოლო 36 000-მა ადამიანმა გადაკვეთა საქართველო-რუსეთის საზღვარი და ჩრდილოეთ ოსეთს შეაფარა თავი.
არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშში ვკითხულობთ
-,,საქართველო პატარა ქვეყანაა, მცირე ტერიტორიით და მცირე მოსახლეობით, თუკი ტრაგედია და დანაშაულის სიმძიმე მსხვერპლის ოდენობით იზომება, ჩვენი ტრაგედიის მასშტაბი, რაოდენ სასტიკიც უნდა ყოფილიყო, ვერ გაუტოლდებოდა გენოციდს და ეთნიკურ წმენდას იუგოსლავიაში, კამბოჯის ტრაგედიას, მაგრამ ტერიტორიისა და მოსახლეობის სიმცირის გამო არ შეიძლება დამნაშავეთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების ლეგიტიმაცია. მსოფლიო წესრიგის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და ორმაგი სტანდარტებით მოქმედება კაცობრიობას საბოლოოდ მძიმე შედეგებამდე მიიყვანს. არ შეიძლება ათიათასობით უფლებააყრილი ქართველი დევნილისათვის საკუთარი სიმართლის დამტკიცებისა და უფლებების აღდგენის შესაძლებლობის წართმევა.
არადა ამ ომს გადარჩენილთა მახსოვრობაში სამუდამოდ დარჩება საშილელი განცდა შიშისა. არაეთი წიგნი დაიწერა და კიდევ დაიწერება ამ ომის შესახებ, მაგრამ წიგნი რომელსაც ჰქვია ,,მე მქვია. . .” და რომელიც გამოსაცემად მოამზადა ,,წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა, ძალიან შთამბეჭდავია. ამ წიგნში მოთხრობილი ადამიანთა ისტორიები და განცდები ძალიან გავს ერთმანეთს.
იძულებით ადგილნაცვალი ქალბატონი აფხაზეთიდან წერს:
__ახლა ამასწინათ კიდევ ჩვენმა მეზობელმა აივანზე ჩამოიხრჩო თავი და მაგ ამბავმა სულ გამაგიჟა. ერთი კვირაა აღარ მძინებია, ცუდია ამდენ რამეს რომ გადაიტან და მერე ასეთ უბედურებას რომ ნახავ. . . იმ ომმა და ამდენმა საშინელებამ მეც ძალიან შემცვალა. ადრეც მეცოდებოდა გაჭირვებული, მაგრამ ახლა რაღაცნაირად ყველა მეცოდება. მინდება, რომ ყველას დავეხმარო. თურმე ომი ადამიანებს აკეთილშობილებს.
მე ადრე უფრო ჩაკეტილი ადამიანი ვიყავი, ახლა რომ შეიძლებიდეს ყველაფრის თავიდან დაწყება, ბევრ რამეს შევცვლიდი, ეხლა უკვე ვიცი, რომ ცხოვრებას დასასრული აქვს და აი, იმ ჩემს ძველ მეზობლებსაც, რომლებთანაც არ მქონდა კარგი ურთიერთობა, რომლებიც კადრულობდნენ რაღაც-რარაცეებს, იმათაც შევცვლიდი ჩემი ცხოვრებით, ჩემი მაგალითით.. .ჩვენ ხომ ერთმანეთის მიმართ კეთილები უნდა ვიყოთ, ჩვენ ქრისტიანები ვართ და . . . ახლა ამაყი არ ვარ. ადრე ცოტა ამაყი ვიყავი, აი, ამას შევცვლიდი_სიამაყეს. . .
დევნილი სამაჩაბლოდან სერგო ხადური: __,,სარდაფში სკამს ვასწორებდი და უცებ წნევამ მომისროლა. მამაჩემი გვერდით იდგა და ისიც დაეცა, ყველაფერი სულ ალბათ 15 წამს გრძელდებოდა, უზარმაზარი ფანჯარა ჩამოიმსხვრა. ყველანი სისხლში ვიყავით. რომ მივედით , ჯერ კიდევ სუნთქავდა, სისხლი მოსდიოდა ზურგის მხრიდან. მკერდის არეში ჰქონდა შემავალი ჭრილობა, უკან ზურგის მხარეს გამოდიოდა. წამებში გარდაიცვალა, ხელში ჩამაკვდა.
მე სხვანაირი გავხდი, შევიცვალე. . . “
,,საქართველოში ამჟამად ყოველი მეთერთმეტე ადამიანი დევნილია.” თომას ჰამარბერგი