მთავარი

Wednesday, December 1, 2010

ქვეყნის სიყვარული ჩვენებურად


ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ოღონდ ჩვენებურად. სიყვარულიც ჩვენებური ვიცით, რაღაც ეგოისტური– მხოლოდ ჩვენთვის. უკვე მეორეჯერ ვხვდები პოლონეთში და მესმის, რატომ ვერ ვაშენებთ ქვეყანას, ამ ხალხს უყვართ,ცდილობენ, მუშაობენ.აქ არავინ ფიქრობს, რომ უცებ ცა გაიხსნება და თავზე დაეყრებათ დოლარები და ევროები. მთელ ძალისხმევას დებენ იმაში, რასაც აკეთებენ.მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი არ არის ისეთი ქვეყანა, როგორიცაა: საფრანგეთი, გერმანია და სხვა მსგავსი ქვეყნები, ეს ქვეყანა ვითარდება და ეს შესამჩნევია ყველა სფეროში.ვოლოვო პატარა ქალაქია დაახლოვებით ოზურგეთის ზომის,თავისი განვითარებული ინფრასტრუქტურითა და ეკონომიკით.ქალაქის მერს შევხვდი, მას უყვარს თავისი ქალაქი,ყველაფერს აკეთებს, რომ უკეთესი გახადოსდა ამით თავისი მოსახლეობა კმაყოფლი ყავდეს.ყველაფერი მოწესრიგებულია გარეთ თუ შენობაში, არაფერი ფასადური არაა,პირიქით შეიძლება შენობა გარედან არ იყოს შეკეთებული, მაგრამ შიგ ყვალაფერი კომფორტულია.სწორედ ამ პატარა ნიუანსიდან ჩანს, რომ ისინი მართლა ზრუნავენ თავიანთ მოსახლეობაზე, უყვართ თავიანთი ქვეყანა და უნდათ პროგრესი. ჩვენთან კი–გვიყვარს,ოღონდ ჩვენებურად, არავინ ფიქრობს, რომ თავის საქმეში მაქსიმუმი გააკეთოს. ყველა ფიქრობს რა მოასწროს, რა მოიხვეჭოს, რომ ცხოვრება აიწყოს, მხოლოდ საკუთარი შვილები, მხოლოდ საკუთარი სახლი და რაც მათ ეკუთვნით– იმაზე წუხან, ყვალაფრის დანარჩენის სიყვარული კი ყალბია, ეგოისტური, მხოლოდ სიტყვები და მეტი არაფერი, როცა მართლა გიყვარს, იხარჯები, მასზე ფიქრობ დღედაღამ. ამის განცდა აქ ჩვენთან მხოლოდ საკუთრების მიმათ აქვთ ადამიანებს. განცდა იმისა, რომ ეს ქვეყანაც მათი საკუთრებაა და მასზეც ისევე უნდა იზრუნონ, როგორც საკუთარ ოჯახებზე, არ არსებობს, ასეთი მიდგომით კი ისეთ ქვეყანას ვერ ავაშენებთ, როგორითაც ჩვენივე შვილები მომავალში იამაყებენ. მხოლოდ კარგად დაგებული გზებით და გადაღებილი ფასადებით მხოლოდ მშრალი ციფრებით გაჯერებული ბიუჯეტის შეფასებებით ვერ ააშენებ ქვეყანას, მთავარი მაინც შენი ქვეყნის სიყვარულია, გულთან მიტანილი სიყვარული.