მთავარი

Friday, November 4, 2011

ღია წერილი ამერიკის ელჩს ბ-ნ ჯონ ბასს


მოგესალმებით  ბატონო ელჩო
პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ დაინტერესდით ოზურგეთის   სამოქალაქო სექტორთან შეხვედრით.
მაქვს პატივი გაგეცნოთ, მე წარმოვადგენ ორგანიზაციას ქალები რეგიონის განვითარებისათვის.
მაქვს ჩემეული მოსაზრება იმის თაობაზე თუ რა მდგომარეობაა ადგილობრივ დონეებზე საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების თვალსაზრისით.
 მე კარგად ვიცი მსოფლიო დემოკრატიული ინსტიტუტები რაოდენ დიდ ყურადღებას აქცევს  ჩვენს ქვეყანაში NGO სექტორის მუშაობას. ამაზე საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება, ასევე ადგილობრივი თვითმართველობების მუშაობის ხარისხის ასამაღლებლედაც გარკვული თანხები იგზავნება მსოფლიოს ამა თუ იმ ფონდებიდან, ეს თანხები  კი ძირითადად ხმარდება ინფრასტრუქტურის აღდგენასა და რეაბილიტაციას, ჩვენი მოსაზრებით ამ საქმისათვის საქართველოს ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხები იწერება, ხომ არ იქნება უპრიანი მსოფლიო თანამეგობრობამ უფრო სამოქალაქო სექტორი გააძლიერეოს რათა  შემდგომ თვით ამ საზოგადოების მიერ იქნას ბიუჯეტის ხარჯვები გაკონტროლებული, ეს უფრო მეტად გააფხიზლებს ხელისუფლებას,  დღეისათვის ჩვენი ხელისუფლება იმყოფება სასათბურე მდგომარეობაში, მას მუდმივად ეხმარებიან და პასუხისმგებლობა მათზე მაკლებია, მე მინდა გავიხსენო, 2008 წელს ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერების მიერ  ჩატარებული ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგის ანალიზი, ნებისმიერ ქვეყანაში დადებული ასეთი დასკვნა, გახდებოდა საფუძველი იმისა, რომ მომხდარიყო საკადრო ცვლილებები. აქ კი მსგავსი არაფერი მომხდარა.
ახლოვდება არჩევნები, მე პირდაპირ ვიტყვი, რომ საქართველოში არჩევნები კი არ ყალბდება, არამედ თვის თავისუფალი საარჩევნო გარემო არ არსებობს, არ არის სივრცე სადაც მიიღწევა მოქალაქეთა მაღალი ჩართულობა. სამოქალაქო კულტურის არ ქონა, ზოგადად მოქალაქეთა დაბალი მონაწილობა,(რომელიც განპირობებულია იმით, რომ მოქალაქეები თავს დაცულად ვერ გრძნობენ)  კი ქმნის არასასურველ შედეგს, არჩევნების შედეგი არ არის ხოლმე ადეკვატური და ამის მიზეზია სამოქალაქო ცნომიერების დაბალი დონე. იმისათვის, რომ არჩევნები ქვეყანაში ნორმალურად ჩატარდეს, საჭიროა დიდი ძალისხმევა. ხელი უნდა შეეწყოს ისეთი პროექტების განხორციელებას , რომელიც მიმართული იქნება დემოკრატიის და თვითმართველობის კულტურის დასანერგად. ხშირად უფრო პრიორიტეტულია ისეთი პროექტები, რომელიც, მოქალაქეთა ადვოკატირებას ეწევა, მე მგონია პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ისეთ პროექტებს სადაც თავად მოქალაქეების ჩართულობის მოთხოვნილება იქნება მთავარი.
ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ საზოგადოების ცნობიერებაში ცვლილებებს დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება, მით უმეტეს აქ პოსტ საბჭოთა სივრცეში ეს ცვლილებები ძალიან ძნელად მიმდინარეობს, ამაზე ჩვენ NGO სექტორი აქტიურად ვმუშაობთ, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხელიხუფლების ნება და სურვილი ხელი შეუწყოს ამავე საზოგადოების განვითარებას, მათში სამოქალაქო კულტურის დამკვიდრებას, რაც ამ ეტაპზე არათუ არ შეიმჩნევა, არამედ ხშირად ხელის შეშლაც კი ხდება და სწორედ ესაა ნიშანდობლივი და საგანგაშო.
ასევე მინდა შევეხო დეცენტრალიზაციის თემას, ჩვენ თემში ვცხოვრობთ სადაც სოფლის რწმუნებულის ფუნქციები მხოლოდ არჩევნების კარგად ორგანიზაბაა, ორგანიზებაში ალბათ ხვდებით რასაც ვგულისხმობ, ჩვენი დიდი სურვილია სოფლის რწმუნებულს ხალხი ირჩევდეს და ანგარიშვალდებულის ხალხთან იყოს.
ასევე ძალიან საყურადღებოა ქვეყანაში ფილანტროპიის შესახებ კანონის მიღება, რადგან ეს ხელს შეუწყობს  და საშუალებას მისცემს ბევრ ბიზნესმენსა თუ საქმიან ადამიანებს  სასარგებლო და კარგი საქმე აკეთონ და ამაში მოტივირებულნი იყვნენ.
ოზურგეთში შეიქმნა დემოკრატიული განვითარების ცელტრი, რომლის პრეზენტაციაზეც მიმიწვიეს.ვფიქრობდი ჩვენი გულისტკივილი და მოსაზრებები გაგვეზიარებინა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს ელჩისატვის , წერილიც დავწერე და ვაპირებდი სიტყვითაც გამოვსულიყავი. ეს წერილი მომზადებული მქონდა, მაგრამ შეხვედრა აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წარიმართა, შეხვედრას ესწრებოდა თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია, ოზურგეთის ჟურნალისტები, ასევე სამთავრობო დელეგაცია, და არასამთავრობო სექტორი. მოლოდინი პოლიტიკური დისკუსიისა საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დისკუსია ეხებოდა მხოლოდ ბახმაროს პრობლემის განხილვას. ვფიქრობ  თემატიკა სპეციალურად იქნა  მკაფიოდ შემოსაზღვრული, ვინაიდან ცენტრის გახსნა, პრეზენტაცია არ გადაზრდილიყო პოლიტიკური დისკუსიებისა და ვნებათაღელვის ადგილად, სწორედ ამიტომ დარბაზი პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა საკმაოდ უკმაყოფილოებმა დატოვეს. მე კი ვფიქრობ სწორედ, რომ ახლად შექმნილმა  ცენტრმა უნდა შეუწყოს ხელი დისკუსიების კულტირის ჩამოყალიბებას, ეს სივრცე, სწორედ ასეთი ტიპის შეხვედრებისათვის გვაჩუქეს ოზურგეთის სამოქალაქო საზოგადოებას, ამისათვის კი სრულებითაც არ არის საჭირო დისკუსიებს ჯონ ბასი დაესწროს, მან ჩვენზე უკეთ იცის პრობლემები, ჩვენზე უკეთ ხვდება ხელისუფლების ავსა თუ კარგს. გაგვირემონტეს ოფისი და გვითხრეს აჰა ბატონო შედით და ჩაატარეთ შეხვედრები, მიაღწიეთ თავად სასურველს....
ჩვენ კი მაინც ჯიუტად გვინდა სხვამ , ამ შემთხვევაში ჯონ ბასმა გადაგვიწყვიტოს ჩვენს ქვეყანაში ჩვენი საქმეები....


მაქვს ასევე შეკითხვები,
1. ამ დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანზაციების მიერ ჩატარაბულ  კვლევებ,ს რეკომენდაციებს, მონიტორინგის ანალიზებს შეუძლიათ თუ არა ზემოქმედება მოახდინონ ხელისუფლების მუშაობის ხარისხის ამაღლებაზე?
2. გეგმავს თუ არა ამერიკის საელჩო ისეთ პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნას?

Monday, October 3, 2011

ოზურგეთი-თბილისის მარშუტკაში მოსმენილი ისტორია 5 თვის გიორგიზე

საშინელი წვიმაა, თბილისის ავტობუსზე დამაგვიანდა და მარშუტკით მომიწია თბილისში წამოსვლა, ისე მარშუტკით იშვიათად დავდივარ, ავტობუსი უფრო კომფორტულია და უფრო სწრაფად ჩადის..ადგილი დავიკავე და ველოდებ იროდის გავა, მაგრამ ჯერ მგზავრები არ ჩანან, მარშუტკაში 15 კაცი ეტევა , ჯერ მხოლოდ სამნი ვზივართ,წვიმამ გადაიღო,ჩემს გვერდით გოგონა დაჯდა თავისი ხუთი თვის პატარათი, ცოტა ხანში გავედით კიდევაც , პატარას გიორგი ქვია. როგორც ყოველთვის საუბარი გავაბით . გიორგის ასთმა აქვს , თურმე წუხელ საერთოდ არ სძინებია, ოზურგეთის კლიმატი მასზე საშინლად მოქმედებს, დედას ამ დროს გიორგი 20 დღით თბილისში მოჰყავს ხოლმე, გამოვკითხე -შეძენილი აქვს ასთმა თუ თანდაყოლილი მეთქი-დედამ მიპასუხა ჩემი შვილი დღეს რომ ცოცხალი მყავს, უფლის დამსახურებაა, თორემ ექიმებმა ისეთი დიაგნოზი დასვეს , ეხლა ცოცხალი არ უნდა იყოსო, მოყვა - ოზურგეთში იმშობიარა, ბავშვის მდგომარეობა  მესამე დღეს გაუარესდა და ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას დაუნის სინდრომი დაუდგინეს, უთხრეს ამ ბავშვის მკურნალობას აზრი არ აქვსო, 25 დღის გიორგი თბილისის იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც  იგივე დიაგნოზით მკურნალობდნეს, იქაც უთხრეს  ბავშვს რამოდენიმე თვის სიცოცხლე აქვსო და.... წარმოიდგინეთ ამ დროს რას განიცდის დედა....
ერთი შეხედვით გიოს არაფერი ეტყობა, არის აქტიური, ხუთი თვის  ასაკის ბავშვისათვის აბსოლიტურად ჯანსაღი გამომეტყველებით, ერთადერთი რაც აწუხებს ესაა ასთმა.
მაინტერესებს ექიმს, რომელის სვამს ასეთ დიაგნოზს  , უნდა ჰქონდეს თუ არა ექიმის ლიცენზია. გიორგის ბოლომდე დიაგნოზი დასმული არ აქვს.შეიძლება ასთმა გამოწვეული იყოს ალერგიიდან , მას ჭირდება კარგი ბავშვთა ალერგოლოგი,იქნებ ვინმემ დააკვალიანოთ .

Tuesday, September 20, 2011

ვიცხოვროთ ძალადობის გარეშე

ჩვენი ორგანიზაციის ახალი პროექტი ოჯახში ძალადობას ეხება, ეს თემა საკმაოდ აქტუალურია სწორედ იმის გამო, რომ მისი მნიშვნელობა დღემდე არ აქვს საზოგადოებას გასიგრძეგანებული, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კვლევები ტარდება ოჯახურ ძალადობაზე და საერთოდ ქალთა უფლებებზე , როგორც ზემოთ ავღნიშნე პრობლემა  ისევ პრობლემად რჩება, რასაც გაერო-ს კვლევებიც ადასტურებს, გამოკითხულ ქალთა 35,9% აცხადებს, რომ მეუღლე  მას აკონტროლებს, 34,1% კი თვლის, რომ ცოლის ცემა გარკვეულ სიტუაციაში გამართლებულია. ყველაზე მეტად კი ასეთი ფაქტები რეგიონებში ხდება, იქ სადაც დაბალია სამოქალაქო განათლება და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა  თითქმის  ნოლის ტოლია.
 ასევე მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა ეხლახანს  მიიღო კანონი გენდერული თანასწორობის +28;ესახებ, რაც ზუსტას ითვალისწინებს, ოჯახში  ძალადობის მსხვერპლზე ზრუნვას, ასევე მოძალადის დასჯასაც. - თვით ამ კანონის მიღებაც კი  არ მომხდარა საზოგადოების მაღალი ჩართულობისა გამო, არამედ განპირობებული იყო საერთაშორისო ველდებულებებით.  
ძალადობის ფაქტები რეგიონებში უფრო მეტია, ვიდრე დედაქალაქში.  შეიძლება იმიტომაც ხდება ასე, რომ თბილისში უფრო მეტია მსხვერპლთა დაცვის მექნიზმია და  ამ თემაზე ხშირად მიდის დისკუსიები.   
რაიონში არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა თუ რა ინტენსივობით ხდება ოჯახური ძალადობის ფაქტი. მაგრამ ჩვენ ძალადობის მოწმე ყოველდღე ვხდებით. ამ საკითხზე ვფიქრობ სამოქალაქო სექტორთან ერთად საზოგადოების რიგითმა წევრებმაც უნდა ამოიღონ ხმა, რას ვგულისხმობ ხმის ამოღებაში-როცა ხედავ შენს მეზობელს, ნათესავს ქმარი ცემს, ამ შემთხვევაში მოძალადე საზოგადოებამ უნდა გარიყოს რათა მან კომფორტულად არ იგრძნოს თავი, მხოლოდ მაშინ დაფიქრდება მოძალადე თავის ქცევაზე. 


Tuesday, August 23, 2011

ეთნიკური მრავალფეროვნების ზეიმი სოფელ ზინობიანში

     










7 აგვისტოს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში ჩატარდა ეთნიკური მრავალფეროვნების ფესტივალი, რომელიც კახეთის რეგიონში მესამე წელია ტარდება და უკვე ტრადიციული სახე აქვს.

სოფელი ზინობიანი ერთადერთი სოფელია საქართველოში, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური უდები. მათ უმასპინძლეს მეზობელი სოფლებიდან ჩამოსულ სხვა ეთნოსების წარმომადგენლებს (დაღესტნელები, ოსები, აზერბაიჯანელები და სხვ.), ასევე პროექტის "ქალები თანასწორობის, მშვდობისა და განვითარებისათვის" ფარგლებში მოქმედი თვითდახმარების ჯგუფების წარმომადგენლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.(გორი, ტირძნისი, კარალეთი, კოკი, ანაკლია, დვაბზუ და ა. შ)

Friday, July 29, 2011

ნასაკირალი ჩვენი ნაწილი


ნასაკირალი დიდი სოფელია, მისი მხოლოდ ნაწილი შედის დვაბზუს თემში, მოსახლეობა შეადგენს 150 კაცს, ეს ადამიანები ძირითადად მთიანი აჭარიდან ჩამოსახლდა ათწლეულების წინ. მათი ცხოვრების წესი და ტრადიციები საკმაოდ განსხვავებულია დანარჩენი მოსახლეობისაგან. ამიტომაც ვერ მოხერხდა მათი ადაპტაცია და სოციალიზაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია მათთან დაახლოვება და მათი ტრადიციებისა და კულტურის გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის. რაც არ უნდა ვიძახოთ ტოლერანტული ერი ვართო, მიუხედავათ ჩვენი ერთი ეროვნებისა , სარწმუნოების გამო მაინცაა ზღვარი ჩვენსა და მათ შორის. ეს მათთან საუბარსაც  მუდამ თან გასდევს  „ჩვენთან ასეა“ ან „თქვენთან ასეა“.
 გადავწყვიტეთ ჩავატაროთ კვლევა და გავარკვიოთ მიზეზები საიდან და რატომ გაჩნდა ზღვარი ჩვენს შორის.  პირველ რიგში დავინტერესდი მათი რელიგიით, ჩემი დაკვირვებით ბევრი რამ ჩემთვისაც ახალი და უჩვეულო გახლდათ, სამწუხაროდ დღემდე „კარგად „ მუშაობს სტერეოტიპები, რომლის მსხვერპლის ჩვენ თავად  ვართ. პირიქით მე გამიჩნდა მათი რელიგიის მიმართ მოწიწება და პატივისცემა, მათი რწმენა ძლიერია და სუფთა, მათ არ  აქვთ ფსევდო დამოკიდებულება თავიანთი რწმენის მიმართ, არავის აწონებენ თავს, ეს რწმენა მათშია და სწორედ ეს მომწონს.
აბუ საიდი-სპარსელი პოეტი, სპარსული ადრეული სუფიზმის ფუძემდებელი, ადამიანი, რომელმაც პირველმა დაამკვიდრა ქადაგებებში ლექსების ჩართვის ტრადიცია. მას მიეკუთვნება 750-მდე მისტიური შენაარსის რობაი, რომელშიც სუფისტური აზრები სადა , დახვეწილი ფორმითაა გადმოცემული. წავიკითხე მისი შეთხზული ქადაგებანის გიორგი ლობჟანისეული თარგმანი და სახტად დავრჩი, ყოველთვის ვიცოდი, რომ აღმოსავლური კულტურა, რომელიც მათივე რელიგიაზეა დაფუძნებული, დიდი სიბრძნის მატარებელი იყო მაგრამ წაკითხულმა მოლოდინს გადააჭარბა. გთავაზობთ ამ თარგმანებიდან ამონარიდს:
T T T
თუკი ცხოვრებას შეუდრკები მხდალი, მშიშარა
მარგალიტებით არ აგევსება ყოფის ნიჟარა,
ამ ბუჩქმაც სანამ ზამთრის სუსხი არ გამოსცადა,
მანამ მის ტანზე ერთი ვარდიც არ გაიშალა.
T T T
ნუ ააჟღერებ  ამოდ ლხენის ხმატკბილ ნაღარებს
ძნელად მიწვდები ყვავილს, ბედის ბაღში ნახარებს
იმედის ვარდი სასოების რტოზე გაშლილა,
ვერ მოწყვეტ ისე , თავი  დაბლა თუ არ დახარე.


ვკითხულობდი ამ თარგმანებს და ზღვარი, რომელზეც წეღან ვსაუბრობდი წაიშალა. მინდა ეს განცდა ბევრ ადამიანს გაუჩნდეს ამ საკითხთან მიმართებაში. ვფიქრობ აქ რელიგია არაფერ შუაშია. თუ კარგად წავიკითსავთ ბიბლიას, ბევრ საერთოს ვიპოვით ამ სპარსულ სიბრძნეებთან.
ჩვენ ყველას ერთი საწყისი გვაქვს და უფალიც ყველას ერთი გვყავს, უბრალოდ ყველა სხვადასხვა გზით მივდივართ მასთან.

Saturday, July 23, 2011

ტყიბულისა და ოზურგეთის NGO სექტორის თანამშრომლობა




ტყიბულის განვითარების ფონდი გურიის არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილებით დაინტერესდა.
8-9 ივლისს ოზურგეთში კერძოდ ს. დვაბზუში სტუმრად ჩამოვიდა ტყიბულის ქალთა დელეგაცია . მათ მასპინძლობა გაუწია ორგანიზაციამ „ქალები რეგიონის განვთარებისათვის“ . ჩვენი ორგანიზაციები ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში პოლონეთში ვიზიტის დროს დამეგობრდნენ. პროექტი, რომლის ფარგლებშიც პოლონეთში ვიზიტი დაიგეგმა, პოლონელი და ქ;ართველი ლიდერი ქალების დაახლოვებასა და ურთიერთგამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა. იქვე დაიბადა ახალი პროექტის იდეა და ტყიბულის განვითარების ფონდმა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამა „პოლონური დახმარების“ ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის განხორციელება, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გვეწვივნენ ტყიბულიდან , ჩვენ მათ შევუდგინეთ 2 დღიანი პროგრამა . პირველ დღეს ვესტუმრეთ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ოფისს, სადაც ქ-ნმა მარინა თოფურიამ გაგვიწია მასპინძლობა, მან დეტალურად მოგვიყვა ამ ორგანიზაციის განვლილი გზა, მათი წარმატების ისტორია 1996 წლიდან იღებს სათავეს და დღეისათვის ერთ ერთი წარმატებული ორგანიზაციაა არამარტო რეგიონში, საქართველოშიც კი. მათი სამუშაო მიმართულება და ბენეფიციალებისა სპექტრი დიდია- დაწყებული სკოლის ასაკიდან ხანდაზმული ადამიანებით დამთავრებული.
ახალგაზრდული რესურსცენტრის ოფისშიც ძალიან თბილი შეხვედრა მოეწყო, ქ-ნი თამარ ღლონტი დაწვრილებით გვიხსნიდა ორგანიზაციის განვლილი გზის შესახებ. შემდეგ კი ახალგაზრდულ(სტუდენტურ სათათბიროს ვეწვიეთ. ბ-ნი კახა ლომაძეც თავის გამოცდილებაზე გვიამბობდა, ეს სამი ორგანიზაცია ახალგზრდული ორგანიზაციებია და თავისი სამუშაო მიმართულებითა თუ სტილით ერთმანიეთისაგან მკვეთრად განსხვავებული, მაგრამ ამავე დროს ჩვენთვის ძალიან საინტერესო.

საღამოს კი სტუმრები გაღმა დვაბზუში სასტუმრო „გურიის ხიბლში“ დაბინავდნენ, დილით სტუმრებს გავაცანით ჩვენი სოფლის ღიშესანიშნაობები, კერძოდ შალვა რადიანის სახლმუზეუმი, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, შემდეგ კი ისევ სამუშაო განწყობა...ჩვენს ოფისში 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენი საქმიანობის, პრეზენტაცია. ამავე შეხვედრაზე დაიგეგმა ჩვენი ორგანიზაციების სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. ერთობლივი პროექტების კეთების იდეა. ახლო მომავალში ჩვენი ორგანიზაციაც გეგმავს მათთან ტყიბულში სტუმრობას..

Saturday, July 2, 2011

გიოს დაბადების დღეა, ვერაფერს ვჩუქნი, ამ ლექსის გარდა

შემომათენდა ღამე 
დღე ჩამელია ხელში,
რა გალევს ამ წუთისოფელს
არ მინდა ვიყო ლეში.
აწმყო ჩაადნა ნისლში
წარსულიც სადღაც გაქრა
მომავლის თან მდევს შიში,
დღეს კი არ ვიცი რა ვქნა?
რძეც თეთრად ტირის ქვაბში;
ხვალ თუ არ ეყოთ ბავშვებს
–მაშინ?
ცრემლებს არევით გზა და
ტვინის ხვეულებში დაკარგულან, 
გზას ვეღარ იგნებენ...
თვალიდან კი გადმოდის წყალი,
რომელიც წეღან დალია - მან
-სანამ?
აწმყო გაერია ნისლში...
და მომავალიც   გაქრა?
2011 წლის 03 07, კვირა

Sunday, June 19, 2011

პროექტი "ნასაკირალის ქალები" საქველმოქმედო გამოფენით დაფინანსდა




ამ პროექტით ვცდილობთ ს.ნასაკირალში მცხოვრები ქალებისათვის სახელოსნოს მოწყობას, რაც მათ მისცემთ საშუალებას შექმნან ხალხური რეწვის ნიმუშები, რომლებსაც ზაფხულში რეალიზაციას გაუკეთებენ გურიისა და აჭარის ტურისტულ ზონებში, ჩვენ ვთვლით, რომ ამ პროექტით ს. ნასაკირალში შეიქმნება აქტიური ქალთა ჯგუფი, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩაერთვება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ რეგიონის განვითარებაში
მადლობას ვუხდით ქალთა ფონდს  პროექტის დაფინანსებისათვის . ასევე მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც მცირედი გაიღო ამ ქალების მხარდაჭერისათვის.  

Thursday, June 2, 2011

დვაბზუს" fashion day":)

ასეთი ამბავი  ს. დვაბზუში  მოხდა. მოვლენები ასე დაიწყო, საღამო ხანი იყო ჩვენს ორგანიზაციას სამი მოზარდი მე-9 კლასელი გოგონა მოადგა, (მაგდა, მარი და ქრისტინა)მათ სურდათ იდეა პროექტის სახით ჩამოეყალიბებინათ და საჭირო ფინანსების მოძიებაშიც დავხმარებოდით. ბევრი იმსჯელეს, მათი დიდი სურვილი იყო სკოლის დარბაზში მოეწყოთ მოდების ჩვენება, კაბების დიზაინერი გახლდათ მაგდა ჩხარტიშვილი . ჩვენებასთან ერთად გაჩნდა იდეა, გაეკეთებინათ აქსესუარებიც, ასევე ნახატების გამოფენაც, თუ რატომ გადაწყვიტეს სწორედ ასეთი ტიპის პროექტის გაკეთება ამ კითხვაზე ასე მიპასუხეს:
მაგდა ჩხარტიშვილი



ეკა ბარამიძე



ქრისტინა საბაშვილი
  • არ არის სასკოლო ცხოვრება საინტერესო და სახალისო
  • სკოლაში მხოლოდ დამამთავრებელი კლასის გამოშვების კონცერტი იმართება ხოლმე, რაც ერთფეროვანია და თითქმის ყოველ წელს ერთიდაიგივე კეთდება.
  • არ ხდება წარმატებული მოსწავლეების წარმოჩინება, რაც მათ მოტივაციას ადაბლებს.
  • არ არის მოსწავლეთა თვითმმართველობა ქმედითი, რაც საბოლოოდ ქმნის მოსწავლეთათვის არასასურველ გარემოს. 
ირმა სკამკოჩაშვილი
(ხელოვნებისა და ისტორიის პედაგოგი)

პროექტში მონაწილე მოსწავლეები

ქრისტინა საბაშვილის გამოფენა

დვაბზუს საჯარო სკოლის პედაგოგები


პროექტი განხორციელდა







Monday, May 16, 2011

kete: ჩვენი დროის გმირები

kete: ჩვენი დროის გმირები: ",,უქმად ყოფნას მოსდევს სნეულება და მანკიერება, ხოლო გონების გამიზნული ვარჯიში მხნეობისა და გაკაების საწინდარია'-წერდა ბერძენი მოაზროვნე, ა..."

kete: უფლებებაყრილი ადამიანი

kete: უფლებებაყრილი ადამიანი: "ბევრს ალბათ ძალიან კარგად ახსოვს ის საშინელი სახელმწიფო, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, მთელი თავისი სასტიკი რეჟმითა თუ კანონებით, უამრავ..."

kete: განათლების რეფორმა და რეალობა

kete: განათლების რეფორმა და რეალობა: "განათლების რეფორმის წარუმატებლობის მიზეზების ძიე-ბაში დაკარგული აქტიური მოქალაქის წერილი ( ერთ პატარა რაიონში (ოზურგეთი) ერთ პატარა სოფელის..."

kete: ერთ-ერთი რეპრესირებული ოჯახის მოკლე ისტორია.

kete: ერთ-ერთი რეპრესირებული ოჯახის მოკლე ისტორია.: "ინტერვიუ ქ-ნ იზოლდა საბაშვილთან (მოგონებანი მამაზე) _- როგორც გადმოცემით ვიცი, მამა ისეთ დროს დააპატიმრეს, თქვენ ძალიან პატარა იყავით, რ..."

kete: არა ომს!

kete: არა ომს!: "ოსეთის ომი დიდხანს იქნება განსჯის საგანი, ბევრს ილაპარაკებენ და დაწერენ ომის ქართულ, რუსულ, ოსურ თუ ამერიკულ ვერსიებზე, ბევრს იტყვიან ომ..."

kete: დვაბზუს ქალთა ცენტრის გაზეთი ,,სოფლის ხმა"

kete: დვაბზუს ქალთა ცენტრის გაზეთი ,,სოფლის ხმა": "გაზეთი უკვე მეხუთე თვეა რაც გამოდის, ჩ;ვენი დონორის ,,ფონდი ტასოს' ფინანსური მხარდაჭერით, ვერ დავიკვეხნით დიდი ჟურნალისტობას, მაგრამ ჩვენი ხ..."

kete: დვაბზუს ქალთა ცენტრის გაზეთი ,,სოფლის ხმა"

kete: დვაბზუს ქალთა ცენტრის გაზეთი ,,სოფლის ხმა": "გაზეთი უკვე მეხუთე თვეა რაც გამოდის, ჩ;ვენი დონორის ,,ფონდი ტასოს' ფინანსური მხარდაჭერით, ვერ დავიკვეხნით დიდი ჟურნალისტობას, მაგრამ ჩვენი ხ..."

kete: სასტუმრო ,,გურიის ხიბლი" -სტუმრად დვაბზუში ნაზი ჯა...

kete: სასტუმრო ,,გურიის ხიბლი" -სტუმრად დვაბზუში ნაზი ჯა...: "13 აგვისტოა, ზაფხულის ყველაზე ცხელი დღე, ამ დროს სოფელი თითქმის დაცლილია, ვინ სად აფარებს გაუსაძლის სიცხეს თავს და ვინ სად, ვინც ადგი..."

kete: დასიცხული სათქმელი

kete: დასიცხული სათქმელი: "ერთხელ ვამბობდი ზაფხული მიყვარსთქო, ვერ ვიტან ზამთარს, სითბო და მზე მიყვარს მეთქი, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე მეტისმეტად დამღლელია, აღარ თა..."

kete: ჩვენთან საქართველოში ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ ა...

kete: ჩვენთან საქართველოში ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ ა...: "გაბრუებული. ნახევრად მძინარე შემიყვანეს საოპერაციოში, მთელი თვე ვემზადებოდი ფსიქოლოგიურად ამ დღისათვის, და სულ რამოდენმე წამი დასჭირდა იმას,..."

kete: ქვეყნის სიყვარული ჩვენებურად

kete: ქვეყნის სიყვარული ჩვენებურად: "ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ოღონდ ჩვენებურად. სიყვარულიც ჩვენებური ვიცით, რაღაც ეგოისტური– მხოლოდ ჩვენთვის. უკვე მეორეჯერ ვხვდები პოლონეთშ..."

kete: ახალი წელი

kete: ახალი წელი: "მიყვარს ახალი წელი, ეს ერთადერთი დღესასწაულა, რომელსაც რაღ;აც სხვანაირი სიხარულით ვხვდები, მიხარია ბავშვივით, ვიცი თოვლის ბაბუა საჩუქრებს ა..."

kete: ნაირა კიკვაძის გახსენება

kete: ნაირა კიკვაძის გახსენება: "საუბრობს ნუნუ ჯაფარიძე"

kete: ნაირა კიკვაძის გახსენება–მისი მოსწავლეები

kete: ნაირა კიკვაძის გახსენება–მისი მოსწავლეები

Wednesday, May 4, 2011

გაზეთი "სოფლის ხმა"




https://rapidshare.com/files/460600878/default.pdf


2010 წელს ისევ მოვიპოვეთ გრანტი "ფონდ ტასოდან“ – პროექტის სახელწოდება „სოფლის ქალთა გაძლიერება საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეობისათვის.“ ამ პროქტის ფარგლებში ასევე გავაგრძელეთ შეხვედრა–დისკუსიები, შემოგვემატა აქტიურ ახალგაზრდა ქალთა ჯგუფი და მათი რესურსის გამოყენებით გამოვეცით სოფლის გაზეთს „სოფლის ხმა“. ასევე, რამდენიმე ათეულ მოზარდს შევასწავლეთ კომპიუტერზე მუშაობა და ჩვენი ტექნიკური საშუალებებით დავეხმარეთ მათ ახალგაზრდული გაზეთის
გამოცემაში .
ttps://rapidshare.com/files/460601099/pdf_soflis_xma__3.pdf

Saturday, January 8, 2011

ქალები-რეგიონის განვითარებისათვის

აი უკვე მესამე წელია რაც ქალთა ცენტრი მუშაობს ოზურგეთის რაიონში ს. დვაბზუში, ჩვენ უკვე უფრო დიდი ამბიციები გვაქვს , მარტო ჩვენი სოფლისთვის კიარა მთელი რეგიონის განვითარებაში გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ამისათვის მე და ჩემი გუნდი მუშაობას უკვე შევუდექით, ეხლა ამ ეტაპზე მთავარია მოვიპოვოთ დაფინანსება ამერიკის საელჩოდან, ჩვენს ახალ პროექტს ქვია,, განათლებული თემი-განვითარებული რეგიონი და ქვეყანა " იმედია ყველაფერს მოვასწრებთ

Tuesday, January 4, 2011

ახალი წელი


მიყვარს ახალი წელი, ეს ერთადერთი დღესასწაულა, რომელსაც რაღ;აც სხვანაირი სიხარულით ვხვდები, მიხარია ბავშვივით, ვიცი თოვლის ბაბუა საჩუქრებს არ მომიტანს, მაგრამ მწამს, რომ რაღაც ახალს მაინც შემოიტანს ამ ერთფეროვან და გახუნებულ ყოველდღიურობაში. ამითაა საინტერესო ცხოვრება. არ იცი რა იქნება ხვალ, მაგრამ გწამს რომ ყველაფერი კარგად გექნება, შვილები კარგად იქნებიან ... აკეთებ ნაირნაირ საჭმელებს, აცხობ ნამცხვრებს, მთელი დღე ფქვილსა და ცომში გაქვს ხელი, ვერ იცლი ტელევიზორის საყურებლად, მაგრამ მაინც არ იღლები, 12 საათზე კი ხედავ ბავშვების გაბრწყინებულ თვალებს, მეუღლეც კმაყოფილია ლამაზად გაწყობილ საუფრას შემოვუსხდებით მთელი ოჯახი,. ერთმანეთს ვულოცავთ, ვეხვევით, ვკოცნით.კატაც არ დაგვავიწყდა, მისთვისაც ხომ ახალი წელია.
ჯადოსნური ღამე დამთავრდა, მეორე დღეს კი ცხოვრება ისევ ჩვეულ რიტმს უბრუნდება, მინდა კარგი, დალაგებული ქვეყანა, ვიცი როგორი უნდა იყოს ჩემი ქვეყანა , რომ ადამიანებმა თავი კომფორტულად იგრძნონ, მაგრამ ამის განხორციელება ძალიან ძნელია, ამისათვის ჩვენი ხალხი მზად არაა, მეც მიჭირს, მიჭირს ვიფიქრო ღირებულებებზე მაშინ, როცა არ ვიცი ხვალისათვის რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს. ძველი რომაული სიბრძნე გამახსენდა- პურსა და სანახაობაზე. სამწუხაროდ დღეს საქართველოში ,,უპურობაა“, სანახაობას კი ბევრს გვთავაზობენ, მაგრამ ეს ლამაზი სანახაობა ადამიანებს ვერ დააფიქრებს ღირებულებებზე. ვერ ვიტყვი არ მომწონს ახალგაკეთებული თბილისი, ბათუმი, მესტია, სიღნაღი- მეთქი, ძალიანაც მომწონს, მაგრამ არ მომწონს გაპარტახƮ8;ბული დანარჩენი საქართველო.
აქ დანარჩენ საქართველოში, ხალხის სახეზე ღიმილს ვერ ნახავთ, აქ გეგონებათ ისევ 15-20 წლის წინ დაბრუნდით, ეს უსამართლობაა... ჩართავ ტელევიზორს და მხოლოდ ქალაქური დროსტარება, ღამის კლუბები, ფართები და ფეშენ ტივები შუქდება, რეƮ6;იონებს კი მხოლოდ კრიმინალურ შემთხვევების გაშუქების დროს ახსენე;ბენ, კრიმინალურმა სტატისტიკამ რეგიომებში იმ+04;ტა, ნუთუ არავინ დაფიქრებულა რა არის ამის მიზეზი? უიმედობასა და სასოწარკვეთას საბოლოოდ მოაქვს ძალიან ცუდი შედეგები, რაც ამ სტატისტიკაში აისახება.
დავიწყე ახალ წელზე, სიხარულზე, იმედზე საუბარი და რა გამოვიდა....
დღეს 4 იანვარია, ვრთავ ტელევიზორს და მხოლოდ მკვლელობებსა და კრიმინალზეა საინფორმაციო გადაცემებში საუბარი.
მინდა კარგ, დალაგებულ ქვეყანაში კარგი და დალაგებული ცხოვრება, იმედია თოვლის ბაბუ ამ ნატვრას ამისრულებს.