მთავარი

Thursday, July 15, 2010

ერთ-ერთი რეპრესირებული ოჯახის მოკლე ისტორია.



ინტერვიუ ქ-ნ იზოლდა საბაშვილთან (მოგონებანი მამაზე)

_- როგორც გადმოცემით ვიცი, მამა ისეთ დროს დააპატიმრეს, თქვენ ძალიან პატარა იყავით, როგორ გაიხსენებთ დღეს მამას?
ქ-ნი იზოლდა: რა თქმა უნდა, მამა არ მახსოვს, მაშინ თვეების ვყოფილვარ. მამა - ვლადიმერ პანტელეიმონის ძე საბაშვილი 1937 წელს 33 წლისა იყო. მამა როცა წაიყვანეს, მაგიდაზე მისი დისერტაცია ყოფილა გაშლილი. დედაც დააკავეს... მე კი უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში ჩავუბარბივარ ხელისუფლებას. ეს მოულოდნელი იყო ყველასათვის, მამა კარგი მუშაკი იყო, ძალზედ განათლებული - ორი უმაღლესი ჰქონდა დამთავრებული. ვის აინტერესებდა, მისი ცუდი არ ვიცი... არც დედამ იცოდა, მამამ ბევრს მისცა განათლება, ბევრსაც ფინანსურად ეხმარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი მდიდრები არასდროს ვყოფილვართ. არავისთვის ცუდი არ გაუკეტებია არასდროს. ყველაფერი წაიღეს, რაც კი შეიძლებოდა... დედა მალევე გაანთავისუფლეს, მამა კი კარგა ხანს ცოცხალი გვაგონა. დიდი ხნის შემდეგ გავიგეთ, რომ დახვრეტილი იყო... დაბრუნებულმა დედამ ძებნა დამიწყო, მაშინ ბევრი ბავშვი ხვდებოდა ასეთ დაწესებულებებში, მე კი დედამ ნიშნით მიცნო, რომელიც დაბადებიდან მქონდა (ტუჩზე მეჭეჭით). ძალიან დიდი სიდუხჭირე გამოვიარეთ: ოთხი დები გაგვზარდა დედამ, ჩვენ შიშთან ერთად ვიზრდებოდით, მიუხედავად ამ შიშისა ყოველთვის სიმართლის თქმა მიყვარდა(ეღიმება), დედა კი ამის გამო ხშირად გვიბრაზდებოდა. მახსოვს ერთადერთი, ვინც ჩვენთან სიარულსა და დახმარებას ბედავდა ეს იყო მარუსი დეიდა, მას მოჰქონდა ჩვენთვის საჭმელი, დედას ჩვენს მოვლაში ძალიან ეხმარებოდა... (ქ-ნი იზოლდა ძალიან განიცდის, მეტს ვეღარ ვაგრძელებთ და ჩვენი ინტერვიუც ასე მალე შეწყდა).
კიდევ ერთხელ ვესტუმრეთ ინტერვიუს გასაგრძელებლად, მაგრამ ამაოდ, ქ-ნი იზოლდა ისევ ისე ანერვიულდა. თანაც დააყოლა:
ქ-ნი იზოლდა:ადრე ასეთი განცდებით ამ ამბავს არ ვიგონებდი, ეხლა კი ალბათ, ეს ყველაფერი ჩემი ასაკის ბრალია. ძალიან გულჩვილი გავხდი, ყველაფერზე მეტირება, ეტყობა მაშინდელი განცდა დღემდე არ მტოვებს...
ვეღარ ჩავეძიე ქ-ნ იზოლდას ვინ იყო კონკრეტულად "მარუსი დეიდა", სწორეს ასეთი მამაცი ადამიანების დამსახურებაა მაშინდელი რეპრესირებული ოჯახების ფიზიკური გადარჩენა. ნეტა რას განიცდიდნენ მათი მეზობლები, მართლა "ხალხის მტერი" ეგონათ ვლადიმერ საბაშვილის ოჯახი თუ შიშს ვერ ლახავდნენ?
ათწლეულები გვაშორებს იმ წლებს, ბევრი მათგანი თავად მოესწრო იმ საშინელაბას, ბევრმაც გადმოცემით ვიცით, ეს უკვე საკამათოც აღარაა, რომ სიმართლე უმრავლესობით არ მტკიცდება, არც უმცირესობაში ყოფნა ნიშნავს დამარცხებას. მთავარია ისე იცხოვრო, რომ სიმართლეს ემსახურებოდე, და თუნდაც ერთი ორი გყავდეს თანამოაზრე, პროგრესი გარდაუვალია.
ქ-ნი იზოლდა საბაშვილის ოჯახი დღეისათვის რეაბილიტირებულია, საზოგადოებაც შეიცვალა, ისე აღარ აზროვნებს როგორც მაშინ, აღარც სიმართლის თქმისათვის ხვრეტენ ადამიანებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღესაც ძნელია ისეთი ადამიანების პოვნა, ვისაც საზოგადოებრივი აზრის არ ეშინია, არ ეშინია სიმართლის თქმისა. არ ეშინია საკუთარი პოზიციის გამოხატვისა. ალბათ ტყუილად არ უთქვამთ "შიშს დიდი თვალები აქვსო."

1 comment:

  1. ძალიან საინტერესო ბლოგია და ძალიან საინტერესო სტატია. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ახორციელებს პროექტს ,,სტალინური სიები საქართვეზე" . პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: http://www.idfi.ge/?cat=stalins_lists_on_georgia&lang=ka
    იმისთვის რომ ნაშრომი სრულყოფილი გამოვიდეს ნვაგროვებთ ფოტო სურათებსა და ოჯახში შემორჩენილ საოჯახო ცნობებს ამ პიროვნებების შესახებ. ვლადიმერი საბაშვილი გადიოდიოდა ამ სიაში : САБАШВИЛИ Владимир Пантелеевич
    21.10.37 Грузинская ССР სამეულმაიგი გაასამართლა 10.11.1937 წელს. ძალიან გთხოვთ იქნებ მოგვაწოდოთ მისი ფოტო ან სხვა მასალა. ჩვენ დავასკანერებთ ყველაფერს და ორიგინალ დოკუმენტს უკან დაგიბრუნებთ. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ 99 63 64 ; 871003777 (დათო ჯიშკარიანი) ან მოგვწერეთ მეილზე: jishkariani.davit@gmail.com ; d.jishkariani@idfi.ge ; info@idfi.ge
    წინასწარ მადლობა ყურადღებისთვის.

    ReplyDelete