მთავარი

Friday, August 13, 2010

სასტუმრო ,,გურიის ხიბლი" -სტუმრად დვაბზუში ნაზი ჯაველიძესთან








13 აგვისტოა, ზაფხულის ყველაზე ცხელი დღე, ამ დროს სოფელი თითქმის დაცლილია, ვინ სად აფარებს გაუსაძლის სიცხეს თავს და ვინ სად, ვინც ადგილზეა ისინი კი თხილის მოსავლის აღებითაა დაკავებული. ქალთა ცემტრის მუშაობაც ამის გამო მინელებულია.
ჩვენი გაზეთის დღევანდელი სტუმარი ნაზი ჯაველიძე გახლავთ.
ბევრი მსმენია მასზე, როგორც ენერგიულ, აქტიურ და მიზანდასახულ ადამიანზე, მაგრამ მასთან სტუმრობამ მოლოდინს გადააჭარბა და კიდევ ეთხელ გააქარწყლა მითი იმის შესახებ, რომ სოფელში წამატებული ბიზნესის კეთება შეუძლებელია.
მისი სახლი არ ვიცოდი, ისე მივადექი დიდი ძებნა არ დამჭირვებია, შორიდანვე მიაქცევთ ყურადრებას მის მოვლილ და ბაღნარად ქცეულ ეზო მიდამოს. ჭიშკართან ნათელი სახითა და ღიმილით შემოგვეგება. შესვლისთანავე იგრძნობთ კომფორტს, (ყოფით კომფორტს არ ვგულისხმობ მხოლოდ) მისი ასეთი ხასიათი პირდაპირ მორგებულია მის ბიზნესზე-- საოჯახო კერძო სასტუმრო, სადაც არის ოჯახური სითბო, საუკეთესო გარემო, კვება_ეკოლოგიურად სუფთა ბიოპროდუქტებით. სხვა რა უნდა სტუმარს!
როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?_ქალბატომი ნაზი 2006 წლიდან მოყოლებული ,,ელკანას” წევრი ფერმერია, მას აქვს მცირე მეურნეობა, თხილი, კივის ბაღი, ვენახი, მოჰყავს ეკოლოგიურად სუფთა ხილი და ბოსტნეული, ჰყავს ღორი, ქათამი, ძროხა… ,, ელკანას”წარმომადგენლებმა მას შესთავაზეს მისი სახლი კერძო საოჯახო სასტუმროდ მოეწყო, მათივე რჩევით დაიწყო ბიოპროდუქტების მოყვანაზე მუშაობა, მის ვენახში მოწეული ცოლიკაურის ჯიშის ყურძნის ღვინოს დიდი სიამოვნებით აგემოვნებენ უცხოელი თუ ადგილობრივი სტუმრები.

სტუმრებს ქალბატონი ნაზი მისი ბაღის პროდუქტებით უმასპინძლდება.
სასტუმრო შედგება 4 საძინებლისაგან, კეთილმოწყობილი აბაზანა ტუალეტით, პირველ სართულზე საბანკეტო ზალით, ბარით, ეზო მანამდვილი წალკოტია ნაირფერადი ეგზოტიკური ყვავილებით, ამ ყვავილებში ჩაფლული ეთნოგრაფიული ელემენტებით გაფორმებული ფაცხით,სახლთან ულამაზესი მდინარე ,ზედ ნავით. ამ ყველაფერს თუ ტურებსაც დავუმატებთ ტურისტებისათვის შეიქმნება საუცხოო გარემო, თან მინიმალური დანახარჯებით. ასე რომ ქალბატონი ნაზი ჯაველიძე თქვენს მოლოდინშია! ტელეფონი: 899 787516, 890 787516, მისამართი ოზურგეთის რ-ნი სოფ. დვაბზუ

1 comment: