მთავარი

Saturday, July 23, 2011

ტყიბულისა და ოზურგეთის NGO სექტორის თანამშრომლობა




ტყიბულის განვითარების ფონდი გურიის არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილებით დაინტერესდა.
8-9 ივლისს ოზურგეთში კერძოდ ს. დვაბზუში სტუმრად ჩამოვიდა ტყიბულის ქალთა დელეგაცია . მათ მასპინძლობა გაუწია ორგანიზაციამ „ქალები რეგიონის განვთარებისათვის“ . ჩვენი ორგანიზაციები ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში პოლონეთში ვიზიტის დროს დამეგობრდნენ. პროექტი, რომლის ფარგლებშიც პოლონეთში ვიზიტი დაიგეგმა, პოლონელი და ქ;ართველი ლიდერი ქალების დაახლოვებასა და ურთიერთგამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა. იქვე დაიბადა ახალი პროექტის იდეა და ტყიბულის განვითარების ფონდმა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამა „პოლონური დახმარების“ ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის განხორციელება, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გვეწვივნენ ტყიბულიდან , ჩვენ მათ შევუდგინეთ 2 დღიანი პროგრამა . პირველ დღეს ვესტუმრეთ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ოფისს, სადაც ქ-ნმა მარინა თოფურიამ გაგვიწია მასპინძლობა, მან დეტალურად მოგვიყვა ამ ორგანიზაციის განვლილი გზა, მათი წარმატების ისტორია 1996 წლიდან იღებს სათავეს და დღეისათვის ერთ ერთი წარმატებული ორგანიზაციაა არამარტო რეგიონში, საქართველოშიც კი. მათი სამუშაო მიმართულება და ბენეფიციალებისა სპექტრი დიდია- დაწყებული სკოლის ასაკიდან ხანდაზმული ადამიანებით დამთავრებული.
ახალგაზრდული რესურსცენტრის ოფისშიც ძალიან თბილი შეხვედრა მოეწყო, ქ-ნი თამარ ღლონტი დაწვრილებით გვიხსნიდა ორგანიზაციის განვლილი გზის შესახებ. შემდეგ კი ახალგაზრდულ(სტუდენტურ სათათბიროს ვეწვიეთ. ბ-ნი კახა ლომაძეც თავის გამოცდილებაზე გვიამბობდა, ეს სამი ორგანიზაცია ახალგზრდული ორგანიზაციებია და თავისი სამუშაო მიმართულებითა თუ სტილით ერთმანიეთისაგან მკვეთრად განსხვავებული, მაგრამ ამავე დროს ჩვენთვის ძალიან საინტერესო.

საღამოს კი სტუმრები გაღმა დვაბზუში სასტუმრო „გურიის ხიბლში“ დაბინავდნენ, დილით სტუმრებს გავაცანით ჩვენი სოფლის ღიშესანიშნაობები, კერძოდ შალვა რადიანის სახლმუზეუმი, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, შემდეგ კი ისევ სამუშაო განწყობა...ჩვენს ოფისში 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენი საქმიანობის, პრეზენტაცია. ამავე შეხვედრაზე დაიგეგმა ჩვენი ორგანიზაციების სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. ერთობლივი პროექტების კეთების იდეა. ახლო მომავალში ჩვენი ორგანიზაციაც გეგმავს მათთან ტყიბულში სტუმრობას..

No comments:

Post a Comment